თეგებით ძიება

რა უნდა ქნათ, როცა ძალიან გაბრაზებული ხართ - 7 მარტივი ხრიკი

ფსიქოლოგია უამრავ ხრიკს გვთავაზობს, როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ პრობლემებს ისე, რომ არ დავითრგუნოთ. პოზიტიური ფსიქოლოგიის განვითარებასთან ერთად, ვსწავლობთ, როგორ ვიცხოვროთ სტრესის ან კიდევ შფოთვის ფონზე, როგორ ვიურთიერთოთ სხვებთან. ხანდახან გვგონია, რომ სამყაროს დასასრული ახლოსაა, თუმცა ასე არ არის.

7 ხრიკი, რაზეც ფსიქოთერაპევტები ამბობენ, რომ ნამდვილად ამართლებს:

1. ხმამაღლა თქვით პრობლემის შესახებ, რომ ძლიერ ემოციასთან გამკლავება შეძლოთ

ისეთ ემოციას, როგორიცაა: ბრაზი, შეუძლია მთლიანად გმართოთ და საკუთარ თავზე კონტროლი დაგაკარგვინოთ. თუმცა, თუ ამ დროს მოახერხებთ და რაციონალურად იაზროვნებთ, ეფექტის შემცირებას შეძლებთ. მსგავს სიტუაციაში, შეგიძლიათ ხმამაღლა თქვათ, რომ გაბრაზებული ხართ, თუნდაც სარკეში უთხრათ თქვენს თავს. გამოხატვის ფორმა შეცვალოთ, სიტყვებით გამოხატოთ და არა ქმედებით. ეს დაგეხმარებათ, ყურადღება თქვენი ტვინის მოაზროვნე ნაწილზე გადაიტანოთ.

2. აიღეთ ყინულის კუბი, რომ შფოთვის ხარისხი შეამციროთ
როდესაც შფოთავთ და მოუსვენრად ხართ, შეგიძლიათ ყურადღება შფოთვის წყაროდან რაიმე ფიზიკურზე გადაიტანოთ, რომ კონტროლის აღდგენა მოახერხოთ. მაგალითად, აიღეთ ყინულის კუბი. ის ხომ ცივია, თან ლღვება და პროცესსაც ხედავთ. დაკვირვებით ყურადღების გადატანას შეძლებთ. იგივე შეგიძლიათ გაიმეოროთ ცხელ ნივთებზე - მაგალითად ცხელი ყავით ან ჩაით სავსე ჭიქაზე. განგაშის შეგრძნებას თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ მაინც დაკარგავთ და ეს დაგეხმარებათ, პრობლემას უფრო მარტივად შეხედოთ.

3. შეგიძლიათ გაისეირნოთ თქვენი ჯანმრთელობისა და ბედნიერების აღსადგენად
ფსიქოთერაპევტი ედი სტარკი სან-დიეგოდან ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: "მარტივი ამოცანაა - 5-წუთიან გასეირნებას თქვენი გათავისუფლება და ტვინის ნორმალურად ფუნქციონირების აღდგენა შეუძლია. თუ ამინდის ან კიდევ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ქუჩში გასვლას ვერ მოახერხებთ, მაშინ სამსახურის დერეფანში, სახლის ირგვლივ შეგიძლიათ რამდენიმე წუთით გაიაროთ. ეს სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ."

4. ჩამოწერეთ პრობლემები, რომლებიც გაწუხებთ
თუ მსგავსი რამ არასდროს გიცდიათ, არ ღირს, თავიდანვე უარის თქმა. იმის მიუხედავად, თუ რას გრძნობთ, გამოყავით რამდენიმე წუთი, რომ ჩამოწეროთ, რა მოხდა, როგორ მიხვედით იმ კონკრეტულ გრძნობამდე და რა შედეგები მოჰყვა სიტუაციას. თქვენს დღიურში ჩაწერილ სიტყვებს კიდევ ერთხელ დააკვირდით და შეადარეთ ნაწერი რეალურ გრძნობას. ხშირად, სულ სხვანაირად აღიქმება ის, რაც გაწუხებთ და ამ ფორმით, უფრო რეალურად შეაფასებთ პრობლემას. თუ ამ სავარჯიშოს რამდენჯერმე გაიმეორებთ, დაგეხმარებათ რაციონალურად აზროვნებასა და სიტუაციის გარკვევაში.

5. დააკვირდით თქვენს სუნთქვას და შინაგანი განგაშის დროს ყურადღება მასზე გადაიტანეთ
ბოლო ათწლეულია ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თერაპიული საშუალებაა, რომელსაც სპეციალისტები აქტიურად იყენებენ. თუ სუნთქვას დააკვირდებით, კონცენტრაციის უნარი გაგიუმჯობესდებათ და სწრაფადვე დაძლევთ განგაშის შეგრძნებას. ეს არ არის მედიტაციის ის მეთოდი, რომლის დახვეწასა და სწავლას საათები, დღეები ან კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება. სინამდვილეში, ზუსტად ერთ წუთში შეგიძლიათ დამშვიდდეთ. ყოველი ამოსუნთქვისა და ჩასუნთქვის დროს მიხვდებით, რომ ყველაფერი მოგვარებადია და თქვენი ტვინის მუშაობას გააუმჯობესებთ.

6. დაასახელეთ 5 რამ, რასაც აღიქვამთ
დოქტორი კრისტალ ლი ასეთ სავარჯიშოს გვთავაზობს: "დაასახელეთ 5 რამ, რასაც ხედავთ, 4 რამ, რასაც გრძნობთ, სამი რამ, რისი მოსმენაც შეგიძლიათ, ორი რამ, რისი შეგრძნებაც შეგიძლიათ და ერთი რამ, რისი გემოს გაგებაც შეგიძლიათ. ეს ყველაფერი დედამიწაზე დაბრუნებაში დაგეხმარებათ."
მისი თქმით, ეს სავარჯიშო ადამიანებს უბიძგებს, რეალობაში დაბრუნდნენ.

7. ნერვების დასამშვიდებლად საღეჭი რეზინი გამოიყენეთ

თუ განსაკუთრებით ნერვიულობთ, საღეჭი რეზინი დაგეხმარებათ. ფსიქოლოგ რაიან ანდერსონის თქმით, საღეჭი რეზინი თქვენს ტვინს მოატყუებს და აიძულებს, იფიქროს, რა კოფორტულად გრძნობთ თავს. იმის ნაცვლად, რომ წუხდეს, თქვენი ტვინი საღეჭ რეზინზეა კონცენტრირებული. არ ღირს ზედმეტი დარდი მაშინ, როცა ამით არაფრის შეცვლა შეგიძლიათ.

mshoblebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა