თეგებით ძიება

თანამშრომლების სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა ზიანს აყენებს კომპანიის მუშაობას - "საქნახშირი" გაფიცულ მეშახტეებზე

ტყიბულში მეშახტეების გაფიცვას კომპანია "საქნახშირი" განცხადებით ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ თანამშრომლების სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა ზიანს აყენებს კომპანიის მუშაობას.

"საქნახშირის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დასრულდა.

3 ივლისს, ხელფასების გაზრდის მოთხოვნის გამო თანამშრომლების სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა ზიანს აყენებს კომპანიის მუშაობას, განაპირობებს საწარმოო პროცესის შეფერხებას და პირდაპირ აისახება მთლიანად საწარმოს ივლისის თვის ბონუსებზე.

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით „საქნახშირში“ საკონსულტაციო საბჭოს კომიტეტების სხდომა ჩატარდა, მოხდა არსებული სიტუაციის განხილვა. საბჭოს წევრები (საბჭო დაკომპლექტებულია მეშახტეებით და მისი წევრების არჩევა მეშახტეების მიერ მოხდა), შეთანხმდნენ, რომ საჭიროა კონსტრუქციული დიალოგი, პროტესტის ეს ფორმა არ არის საკითხის გადაწყვეტის ეფექტიანი ინსტრუმენტი და მეტიც, მსგავსი ქმედებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საწარმოს ტექნიკურ უსაფრთხოებას და ფინანსურ მდგომარეობას. პროტესტის ეს ფორმა უშედეგოა, აფერხებს სხვა სტრუქტურული ერთეულების მუშაობას და საწარმოს წინსვლასა და განვითარებას ხელს უშლის.

სწორედ ამიტომ, კომიტეტის წევრები მხარს არ უჭერენ მეშახტეების მიერ სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის ფორმატს და არ იწონებენ მათი მხრიდან საკითხის კონსტრუქციულად, საკონსტიტუციო საბჭოს მეშვეობით გადაწყვეტაზე უარის თქმას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე ასეული მეშახტე ტყიბულში დღეს დილიდან გაიფიცა. ისინი ანაზღაურების მომატებას და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა