თეგებით ძიება

"ლგბტ მოძრაობა და მის გარშემო თავმოყრილი სამოქალაქო აქტივისტები ასუსტებენ დასავლურ ცივილიზაციას" - მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე, სოციალურ ქსელში ლგბტ მოძრაობასა და დასავლურ ცივილიზაციაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ფიქრები ხვალინდელ დღეზე.
პარადოქსი.

ლგბტ მოძრაობა და მის გარშემო თავმოყრილი სამოქალაქო აქტივისტები, ზოგი ნებსით და ზოგიც უნებლიედ, ასუსტებენ საუკუნების განმავლობაში შექმნილ და გამყარებულ დასავლურ ცივილიზაციას. ცივილიზაციას, რომლის ერთ ერთი ფუნდამენტი გახლავთ ქრისტიანული მორალი. ამ შემთხვევაში იგულისხმება არა სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი, არამედ ქალისა და მამაკაცის ურთიერთ შემავსებელი ერთიანობა და ოჯახი, როგორც სიმბოლო ამ სისავსისა ! დასავლური ცივილიზაციის წიაღში შობილი ოჯახი, როგორც ერთი აგური სახელმწიფოს დიდ შენობაში.

დიახ, მრავალფეროვნება, ადამიანთა სხვადასხვა ბუნება და შეხედულებები, ეს მშვენიერია, მაგრამ მრავალფეროვნება მხოლოდ დეკორია და არა ფუნდამენტი.

თუ ფუნდამენტი დასუსტდა, შენობა დაინგრევა და ის დეკორიც ჩამოილეწება და ნანგრევებში მტვრად იქცევა.
ქრისტიანულ-იუდეური ევროპული ცივილიზაციის დასუსტება რადიკალური ისლამის გაძლიერებას იწვევს ევროპაში და ამას ყოველდღე სულ უფრო ნათლად ვხედავთ. პირველი კი, სწორედ ლგბტ და ფემინისტები დაზარალდებიან. პირველ ქვას სწორედ მათ ესვრიან ფუნდამენტალისტები", - წერს გამყრელიძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში, დედაქალაქში "ღირსების მარში" გაიმართება. ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მრევლს ქუჩაში გამოსვლისა და გაპროტესტებისკენ მოუწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა