მედიაზე ძალადობაში ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა
რუსთავი 2-ის, მთავარი არხის, ნიუპოსტისა და ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ სამ პირს - ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე - გირაოს.
ზაზა ჭაავას ადვოკატი 2000-ლარიანი, მურად დევლარიშვილის ადვოკატი კი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მესამე ბრალდებულს - ზურა მჭედლიძეს ადვოკატი არ ჰყავდა და ითხოვდა, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის, "მთავარი არხის", გამოცემა - "ტაბულას" და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.
დაკავებულები ბრალს არ აღიარბენ.