თეგებით ძიება

ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდათ

ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ მიიღო.

„თქვენ რაც ჩაიდინეთ, იყო სიბნელე და სივერაგე“, – ასე მიმართა მოსამართლე რომან ხორავამ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაში ბრალდებულ ოთხ დაკავებულს.

„საქართველოს პროკურატურას აქვს ძალიან მკაცრი პოლიტიკა, როგორც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე და ზოგადად 2021 წლის 5 ივლისის ქმედებებზე.

რაც შეეხება უშუალოდ მტკიცებულებებს, მოგეხსენებათ, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობის შემთხვევაში იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, ვინაიდან ეს სტანდარტი პროკურატურამ დაინახა და კონკრეტულ ვიდეომასალაში, სადაც ძალადობა ჩანს, შეაფასა როგორ საკმარისი მტკიცებულება მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, გადაწყვეტილება მიიღო.

აქედან გამომდინარე ის, რომ მტკიცებულებები არ არსებობს და ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ ჯგუფურ ძალადობაში შესაძლებელია მის მიერ მოქნეული ხელი ან სათანადოდ ვერ იქნეს შეფასებული ან საერთოდ ვერ იქნეს შემჩნეული მოძალადე, რა თქმა უნდა ამას ვერ დავეთანხმებით. მტკიცებულებები სახეზეა და სასამართლო მტკიცებულებით სტანდარტს ამოწმებს აღმკვეთი ღონისძიების სხდომაზე“, – აცხადებს საქმის პროკურორი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა