"თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის ბრალდებულულ ალიკა ალაზოვს, გიორგი ოძელაშვილს და გიორგი ელიზბარაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და პატიმრობის ნაცვლად, გირაო ითხოვენ.
გამოძიება მათ მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევას გულისხმობს.