თეგებით ძიება
10. 07. 2021 COVID - 19

კოვიდინფიცირებული ჩვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ციციშვილის კლინიკაში მყოფი სამი ინფიცირებული ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, ერთ ბავშვს ე.წ. ინდური შტამი, მეორეს კი ბრიტანული შტამი დაუდასტურდა. რაც შეემესამე ჩვილს, მისი ნიმუშის კვლევა გრძელდება.

"მაქსიმუმს ვცდილობთ. ჩართულია ევექსის ბორდი, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ჩართულები არიან მათ მკურნალობაში, NCDC დიდ მხარდაჭერას გვიცხადებს, თუმცა, ამ ეტაპზე რაიმე სიახლე პოზიტიურობის კუთხით არ გვაქვს“, - განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, ერთ-ერთი ჩვილი, ოკუპირებული აფხაზეთიდან არის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა