"ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები" - ლევან რატიანი "დელტა" შტამზე
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანმ კორონავირუსის "დელტა" შტამის სიმპტომის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამ შტამით ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები.
მისი განმარტებით, "დელტა" შტამის შემთხვევაში, შესაძლოა, ინფიცირების პირველივე დღეს გამოვლინდეს მაღალი ტემპერატურა.
"ერთადერთი განმასხვავებელი სხვა შტამებისგან არის ის, რომ ახლა ახალგაზრდა ასაკშიც ინფიცირდებიან ადამიანები, უვლინდებათ სიმპტომატიკა.
ვირუსს ჰქონდა ცხელების ეპიზოდები, ეს იყო მეხუთე, მეშვიდე დღეს, მაგრამ დელტა შტამის შემთხვევაში, ინფიცირების პირველივე დღესვე, შესაძლოა, გამოვლინდეს ტემპერატურის მატება. ტემპერატურა უფრო მეტად არის 38 და უფრო მაღალი. ცხელება თავისთავად იწვევს ორგანიზმში გაუწყლოვებას. ამ შემთხვევაში ადამიანმა, რა ასაკისაც უნდა იყოს, აუცილებლად უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან განხორციელდეს ჰოსპიტალიზაცია. გადამდებლობა ამ შტამს უფრო მეტი აქვს, ვიდრე წინა შტამებს. ამ შტამის შემთხვევაში ისიც ვთქვით, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება სიმპტომატიკას, არ განსხვავდება წინა შტამებისგან", - აცხადებს რატიანი.