შსს-მ ლექსო ლაშქარავას ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა შესთავაზა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა შესთავაზა.
"ტელეკომპანია "ტვ1"-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.
დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.
ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.