თეგებით ძიება

"ეს ბიჭი, ოპერატორი გარდაიცვალა, 5 ივლისის ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი... " - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მას 5 ივლისის ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლად მოიხსენიებს.

"ეს ბიჭი, ოპერატორი გარდაიცვალა, 5 ივლისის ორგანიზებული, წახალისებული, მიზანმიმართული ძალადობის მსხვერპლი... ვიზიარებ ოჯახის, ახლობლების, კოლეგების მწუხარებას...", - წერს ლომჯარია ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო დღეს დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიწეზი. შსსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა