თეგებით ძიება

პასუხისმგებლობა ირაკლი ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას" ეკისრება - "ტვ პირველის" დირექტორი

პასუხისმგებლობა პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და "ქართულ ოცნებას" ეკისრება - ამის შესახებ "ტვ პირველის"ს დირექტორმა, ვატო წერეთელმა ტელეკომპანიის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დკავშირებით განაცხადა.

"ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, სრულიად ტვ პირველს. ყველამ ნახეთ ის კადრები, რაც რამდენიმე დღის უკან მოხდა, როგორი ნაცემი იყო. დილას დედამ იპოვა გარდაცვლილი სახლში. ყველას გვინდა დადგინდეს ჭეშმარიტება, თუმცა რაც აქ პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა, მე ასეთი რამ არც მინახავს და არც გამიგია.

დედამისიც და დეიდებიც ექიმები არიან. თვითონ იძახდნენ, რომ სავარაუდოდ თრომბოემბოლია შეიძლება განევითარებინა. პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და ქართულ ოცნებას ეკისრება, ამ ბიჭის გარდაცვალებაზე და იმ ადამიანების დასახიჩრებაზე, რაც ჩვენ ვნახეთ",- თქვა ვატო წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო დღეს დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიწეზი. შსსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა