თეგებით ძიება

ოპერატოს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში, დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ერთვება

"ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში, ტელეკომპანიის ინიციატივით,დამოუკიდებელი ექსპერტი, ალქესანდრე გეჯაძე ერთვება.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო დღეს დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიწეზი. შსსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.
ცხედარი ექსეპერტიზაზეა გადასვენებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა