მოვუწოდებთ, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს - შსს "ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქცის ორგანიზატორებს
შსს "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქცის ორგანიზატორებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში "ქართული ოცნების" ოფისთან ხმაურია. ადგილზე შეკრებილები არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. შენობის შიგნით მმრთველი გუნდის პოლიტსაბჭო მიმდინარეობს. ოპოზიცია შიგნით შესვლას და ხელისუფლების წამომადფგენლებთან საუბარს მოითხვს.
შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, თბილისში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს რადიკალებმა სასტიკად სცემეს. მას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და კლინიკაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა. ლექსო დღეს დილით დედამ გარდაცვლილი იპოვა. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების მიწეზი. შსსს-მ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება.