თეგებით ძიება

ქრთამის აღებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოსთანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ტყის ფონდის ნაყოფიერი მიწის ფენის მოხსნის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 15 000 ლარი, საიდანაც პირველ ეტაპზე გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა