"ქართული ოცნების" ოფისთან პოლიციამ ჟურნალისტი ირაკლი აბსანძეც დააკავეს
თბილისში, "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე აქციაზე ჯამში 12 ადამიანია დაკავებული. როგორც უწყება განმარტავს, "აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს".