თეგებით ძიება

ლექსო ლაშქარავაზე ძალადობისთვის დავით კუტალაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

"ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლომ დათო კუტალაძეს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

მანამდე კი "TV პირველის" ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება სწორედ კუტალაძეს წარუდგინა.

ბრალდებულები ალექსანდრე ლაშქარავას ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება, - წერია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დავით კუტალაძე 2021 წლის 12 ივლისს დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა