"საქართველოში "მეოთხე ტალღა" დაწყებულია" - ივანე ჩხაიძე
კორონავირუსის მეოთხე ტალღა ქვეყანაში დაწყებულია, რადგან ბოლო კვირებში შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს წევრმა განაცხადა.
"თუ ვითარება არ შეიცვლება და მოსახლეობა უარს იტყვის იმუნიზაციაზე, მოგვიწევს დავეთანხმოთ დასავლური გამოცემების შეფასებებს, რომლებიც საქართველოში „კოვიდის“ დასრულების პერიოდად 2023 წელს ასახელებენ, რაც უამრავ გარდაცვლილს გულისხმობს" - ამბობს ივანე ჩხაიძე.