თიკა ფაცაცია კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა
მომღერალი და "რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანი, თიკა ფაცაცია კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. მან ამის შესახებ instagram-ის ლაივში განაცხადა და გამომწერებს უამბო, თუ რატომ არ ჩანდა უკანასკნელ დღეებში.
"კორონავირუსით მეორედ დავინფიცირდი. ახლა დავასრულე ეს პერიოდი, რომელიც ეკუთვნის მასთან ბრძოლას. სრულიად უსიმპტომო ვიყავი და ანტისხეულებიც მქონდა. ერთადერთი გზა ამ ვირუსთან ბრძოლის, არის აცრა და ყველა უნდა ავიცრათ," - განაცხადა თიკა ფაცაციამ.