1663 ინფიცირება, 769 გამოჯანმრთელება, 13 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი, ხოლო 769 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 381 336-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 492 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 361 327 პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,68%, ბოლო 14 დღის - 4,1%, ბოლო 7 დღის - 4,46%