"ნარკანის" ქუჩა-ქუჩა ძებნის ვერსიამ არ შეგაწუხათ, კოლეგებო?! უხერხულია დუმილი და სირცხვილია!" - ირმა კვიცარიძე
ავსტრიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიონკოლოგიის ცენტრის უფროსი, ირმა კვიცარიძე ტვ "პირველის"ოპერატორის, ლექსო ლაშქარავს შსს - მიერ ზედოზირებით გარდაცვალების ვერსიას სოციალურ ქსელში ეხმაურება"
"ქუჩა მედიკამენტ "ნარკანის" ძებნაზე ქართველი კოლეგების დუმილს "სამარცხვინოს" და "უხერხულს" უწოდებს: "ზედოზირებაო! “ნარკანს” მოპედით ეძებდა აფთიაქებშიო! არადა, ნარკანის საჭიროება როცა დგება, ის ძალზე სწრაფად უნდა გამოიყენო, ისე აზრი ეკარგება მის “ძებნას”! კოლეგებო, უხერხულია დუმილი, ბევრი თქვენგანი კოვიდ ექსპერტებადაც ჩამოყალიბდით! მსოფლიოს წამყვანი კლინიკების მიმღებ განყოფილებებს და რეანიმაციებს (ემერჯენსის ხსენება უფრო მიგწონთ) „ნამდვილი წარმატებული“ ქართველი ექიმებით უდგია სული! ჰოდა, “ნარკანის” ქუჩა-ქუჩა ძებნის ვერსიამ არ შეგაწუხათ პაწა?! უხერხულია და სირცხვილი! იქნებ, ჯორჯ ფლოიდის აუტოფსიის დასკვნაში რა წერია, ისიც გააჟღეროთ! ინგლისური კარგად იცით და სტატიებსაც უთარგმნით საზოგადოებას! მიუხედავად უამრავი მიზეზისა, დასკვნაში წერია, რომ ის სისტემამ შეიწირა!"- წერს ირმა კვიცარიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.