COVID-19-ის კიდევ უფრო სახიფათო შტამები გამოჩნდება - ჯანმოს გაფრთხილება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის განცხადებით, COVID-19-ის პანდემისის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა. ორგანიზაციის გაფრთხილებით, მოსალოდნელია კორონავირუსის უფრო მეტად სახიფათო ახალი შტამების გამოჩენა და გავრცელება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის ამ ვარიანტების კონტროლი უფრო რთული იქნება.
ჯანმოში ხაზი კვლავ გაუსვეს, რომ COVID-19-ის პანდემია ნეგატიურად აისახება მსოფლიო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და საჭიროებს გლობალური მასშტაბით კოორდინირებულ მოქმედებებს.
ცნობისთვის, ჯანმომ SARS-CoV-2-ის 4 შტამი შეიყანა "განგაშის გამომწვევ" სიაში: "ალფა" ბრიტანული, "ბეტა" (სამხრეთ აფრიკული), "გამა" (ბრაზილიური) და "დელტა" (ინდური). ეს უკანასკნელი, ექსპერტების შეფასებით, ორმაგად უფრო გადამდებია, ვიდრე საწყისი, უჰანში დაფიქსირებული SARS-CoV-2-ის ვერსია.