თეგებით ძიება

"პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმისთვის ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობისთვის ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი კი, 2 სექტემბერს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე გიორგი მაღრაძე და მასთან ერთად მყოფი პირები თავს დაესხნენ საქართველოს "პირველი არხის" ოპერატორს ილიკო თვალიაშვილს და სასტიკად გაუსწორდნენ მას.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა