"ამირან გამყრელიძე, ოლიგარქი ვირის ხორცი" - რაზე განაწყენდა ია ფარულავა? (ვიდეო)
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, როგორც ჩანს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გაანაწყენა, რის გამოც სოციალურ ქსელში საკმაოდ შეურაცხმყოფელი სტატუსი გამოაქვეყნა:
"ამირან გამყრელიძე ოლიგარქი ვირის ხორცი, არაფერში გამოსადეგი კაცი. წადი პენსიაზე შე ჩემა !!!“ - წერს ია ფარულავა.
სავარაუდოდ ია ფარულავა პირველ რიგში განაწყენდა იმ სერიოზული ხარვეზების გამო, რა დროსაც მომხმარებლები ვაქცინაციაზე რეგისტრაციის დროს გადააწყდნენ.
"გულახდილად მითხარით ვინმე დარეგისტრირდა ფაიზერზე? დაწერეთ სად გიწევთ მისვლა უნდა მიუვარდე იმ კლინიკებს და....."-აღნიშნა ია ფარულავამ.
სოციალურ ქსელში ია ფარულავს პოსტს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ამიტომ მსახიობმა დამატებით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა სადაც ამბობს:
"ყველას დიდი მადლობა, ვინც გამეხმაურეთ ჩემს პოსტს, მიყვარხართ!მე ლანღვაც მომწონს და ქება-დიდებაც"