თეგებით ძიება

მღვდელი, რომელიც 5 ივლისს ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე დაიბარეს

დეკანოზი სპირიდონი (ცხიფურიშვილი), რომელიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე დაიბარეს. სასულიერო პირი თბილისის პოლიციის სამმართველოში ადვოკატთან ერთად მივიდა.

ადვოკატი ამბობს, რომ სასულიერო პირის მხრიდან აქციაზე ძალადობისკენ მოწოდებებს ადგილი არ ჰქონია.

თავად დეკანოზი კომენტარს არ აკეთებს.

5 ივლისს, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა რუსთაველის გამზირზ აგრესიულ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდა:

„არა ძალადობას” კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!“ – ამბობდა დეკანოზი სპირიდონი.

pt.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა