თეგებით ძიება

პატრიარქმა ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ნანი ბრეგვაძეს იუბილე მიულოცა. მომღერალს დღეს 85 წელი შეუსრულდა.

"ქართული კულტურის სფეროში მოღვაწეთა შორის ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს სრულიად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გამორჩეულია იგი ხმით, მუსიკალურ ჰანგთა სიღრმეების წვდომის ნიჭით, საშემსრულებლო მანერით, გემოვნებით, გულწრფელობით, სიკეთით, ღირსებით…

ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა და სცენის უჭკნობ მშვენებად მოგვევლინა ეს დიდებული ქალბატონი.

დაე, მისი კეთილხმოვანება კვლავაც დიდხანს ატკბობდეს მსმენელს.

ღმერთმა დალოცოს იგი და სულიერი სიხარულით აღავსოს.

ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი",- ნათქვამია პატრიარქის მილოცვაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა