“გერმანიაში 18 წლის ქართველი ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა, მისი მშობლები კი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს" - ნახეთ დაღუპული ბიჭი ცნობილი ადამიანების შვილი იყო
გუშინ გერმანიაში, ქალაქ ვოლფსბურგში, თავისი საცხოვრებელი სახლის მეშვიდე სართულიდან 18 წლის ქართველი ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ცოტნე გველუკაშვილია, რომელსაც იქ მცხოვრები ქართველები ძალიან კარგად ახასიათებენ – ნიჭიერი, კეთილი, მოწესრიგებული ბიჭიაო, – ამბობენ, ვინც მას იცნობდა.
მამა, მალხაზ გველუკაშვილი – საქართველოში საკმაოდ ცნობილი ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკოსი და ოკულტისტია. დედა – მუსიკოსი.
ცოლ-ქმარი ამჟამად ფსიქიატრიულ კინიკაშია გადაყვანილი, სუიციდის თავიდან აცილების მიზნით, რამე თუ ტრაგედიის გამო მათი მდგომარეობა შემაშფოთებელი გახლდათ.