თეგებით ძიება
24. 07. 2021 სპორტი

ბასილაშვილმა ესპანელი მეტოქე დაამარცხა - პირველი მოგება ოლიმპიადაზე

ტოკიოში მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი წრე დაძლია. ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად ორ სეტში 6:3 6:2 დაამარცხა.


Brought to you by

აღნიშნული შეხვედრა 1:14 საათს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ნიკოლოზმა 2 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ასევე, ბასილაშვილმა მეტოქეს ბრეიკი ოთხჯერ გაუკეთა.

ესპანელი ჩოგბურთელის დამარცხების შემდეგ, ნიკოლოზი ტარო დანიელსა და ლორენცო სონეგოს შორის საუკეთესოს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე, ჩოგბურთელებს Ariake Coliseum-ი უმასპინძლებს. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 35 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი გამოდის. ბასილაშვილი ოლიმპიადაზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს. 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მან პირველი წრე ვერ დაძლია და პაბლო კუევასთან დამარცხდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა