თეგებით ძიება
24. 07. 2021 COVID - 19

"ფაიზერმა", მგონი, ისევ ჩაილურის წყალი დალია..." - მამუკა გამყრელიძე

პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე "ფაიზერით" ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"კვლავ არითმეტიკაზედ.
მოგეხსენებათ, აშშ-დან საჩუქრად მივიღეთ 500 000 დოზა ფაიზერი. დღეს განახლდა ფაიზერით აცრა და საიტზე დევს ასეთი მონაცემები. მზად არის 152000 დოზა, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ მეორე ჯერზე ამცრელებისთვის.
თუ არ მეშლება, პირველი პარტია ფაიზერით აცრეს 42 ათასი ადამიანი. მეორე ჯერზე კი 50 ათასი. (მაქსიმუმებს ვიღებ). ე.ი. მეორე დოზა სჭირდება 92 000 ადამიანს ! 152 000 მინუს 92 000 დარჩება 60 ათასი დოზა. ეს 60 000 ვისთვის არის განკუთვნილი ? აღარ ვკითხულობ იმას, რომ 350 000 დოზა სადღაც აქვთ შენახული. იმედია მაცივარში და არა ბაზრის საწყობში !
მოკლედ, ფაიზერმა მგონი ისევ ჩაილურის წყალი დალია...", - წერს გამყრელიძე ფეისბუქზე.



ცნობისთვის, აშშ-ის ნაჩუქარი 500 000 დოზა "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში დღეს ჩამოიტანეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა