თეგებით ძიება
24. 07. 2021 COVID - 19

"ფაიზერით" ვაქცინაცია ცოცხალი რიგითაც გახდება შესაძლებელი

"ფაიზერით" ვაქცინაცია ცოცხალი რიგითაც შესაძლოა, ხელმისაწვდომი გახდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემგანაცხადა.

"ნახევარი მილიონიო დოზა გვაძლევს საშუალებას, რომ მასობრივი იმუნიზაცია კიდევ უფრო ფართო მასშტაბით გაიშალოს ქვეყანაში. ახლა მთავარია, ხელმისაწვდომობა იყოს რაც შეიძლება ფართო - ყველა ადამიანს, გარდა ონლაინ ჯავშნისა, საშუალება ექნებათ დაჯავშნონ ტელეფონით.

შესაძლოა, შემდგომში ცოცხალი რიგებით იყოს. მთავარია, რომ მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ ვაქცინაციის იქით გზა არ გვაქვს, რომ ვაქცინაციის გარეშე ამ პანდემიას ვერ დავამთავრებთ, ამიტომ, თხოვნაა უმორჩილესი, აიცერით!"- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის ნაჩუქარი ფაიზერის 500 000 დოზა ვაქცინა საქართველოში დღეს ჩამოვიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა