თეგებით ძიება
24. 07. 2021 სპორტი

ბაზაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ტოკიოში მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ქართველმა მოფარიკავემ ნახევარფინალში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონთან უნგრელი არონ შილაისთან მსაჯების შეცდომის გამო ანგარიშით 13:15 დამარცხდა.

ბაზაძე მედლისთვის ბრძოლაში იტალიელი ლუიჯი სამელესა და კორეელი იუნგვან კიმს შორის დამარცხებულს შეხვდება. ფინალური შეხვდერა თბილისის დროით 15:20 საათზეა ჩანიშნული.

ნახევარფინალამდე სანდრომ ტურნირის მთავარ ფავორიტ მსოფლიოსა და აზიის ჩემპიონი კორეელ სანგუკ ოს ანგარიშით 15:13 მოუგო.

მეოთხედფინალამდე კი ბაზაძემ 2 ეგვიპტელს აჯობა. პირველ წრეში ქართველმა მოფარიკავემ მოჰაბ სამერს 15:10 მოუგო, ხოლო მერვედფინალში ზიად ელსისი 15:12 დაამარცხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა