მოზარდებს "ფაიზერით" ვაქცინაციისთვის მშობლის ან მეურვის თანხმობა დასჭირდებათ - თამარ გაბუნია
16-დან 18 წლამდე პირების "ფაიზერით" აცრა მშობლის, ან მეურვის თანხმობით შემთხვევაში იქნება ნებადართული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„მოქალაქეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევისთვის 16-დან 18 წლამდე პერიოდში დასჭირდება. ინფორმირებულ თანხმობას ჩვენ სხვა მოქალაქებისგანაც ვიღებთ, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება, ესეც სტანდარტული პროცედურის ნაწილი იქნება. აუცილებლად დასჭრიდება მშობლის, ან უფლებამოსილი, მეურვის თანხმობა მის ვაქცინაციას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მა საქართველოს "ფაიზერის" 500 000 დოზა ვაქცინა აჩუქა. ვაქცინა დღეს ცამოვიდა საქართველოში.