ჯო უილსონი მზია ამაღლობელის დაკავებაზე წერს
ტრამპის მხარდამჭერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებას სოციალურ ქსელ X–ზე ეხმაურება და მოითხოვს ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
„მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს! უნდა დაინიშნოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!“,–წერს კონგრესმენი X-ზე.
ცნობისთვის, 12 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციისას პოლიციამ მზია ამაღლობელი დააკავა.