"ბათუმელების" დირექტორს მზია ამაღლობელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმწ წუთის წინ გამოაცხადა. წინასასამართლო სხდომა 4 მარტს ჩაინიშნა.
ამაღლობელი 2 დღის წინ, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას პროკურატურამ ბრალი 353-ე პრიმა მუხლით წაუყენა.