თეგებით ძიება
24. 07. 2021 COVID - 19

"ასეთი კატეგორიის ადამიანები ნუ შეეცდებით რეგისტრაციას" - ბიძინა კულუმბეგოვი მიმართვას ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდვაქცინებით ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მოსახლეობას მიმართავს:

"საქართველოში ვაქცინაციის პროტოკოლით მხოლოდ დაშვებულია ერთი და იგივე ვაქცინით ორჯერადი ვაქცინაცია (იშვიათი გამონაკლისების გარდა). აგრეთვე დადგენილი წესების მიხედვით ბუსტერული (მესამე) დოზის დამატების წესი ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს. ძალიან დიდი თხოვნაა, სისტემის გადატვირთულობიდან გამომდინარე, ასეთი კატეგორიის ადამიანები ნუ შეეცდებით რეგისტრაციას, რადგან მაქსიმუმ 24 საათში თქვენ მაინც მოგივათ ვაქცინაციაზე უარყოფის სმს. ყველას გისურვებთ წარმატებას", - წერს კულუმბეგოვი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ნაჩუქარი "ფაიზერის" ვაქცინების 500 000 დოზა საქართველოში დღეს ჩამოვიდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა