თეგებით ძიება
25. 07. 2021 COVID - 19

საავადმყოფოების გადატვირთვა სახეზეა უკვე, ეპიდსიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება - ამირან გამყრელიძე

საავადმყოფოების გადატვირთვა სახეზეა უკვე, ეპიდსიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავი2"-თან განაცხადა.

მისი განმარტებით, ყველა მონაცემი მკვეთრად არის შეცვლილი .

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მოქალაქეებმა კიდევ უფრო მეტად ყურადღებით უნდა გაითვალისწინონ ის რეგულაციები, რომელიც დღეს არის ქვეყანაში შესასრულებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ინფიცირებულთა რაოდენობის შეკავება გაუჭირდება.

"სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება. ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე ძალიან სერიოზულია. დაახლოებით 24000-მდე აქტიური შემთხვევაა დილის მონაცემებით. საავადმყოფოების გადატვირთვა სახეზეა უკვე და ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობამ და ჩვენ ერთად დავიცვათ რეგულაციები," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა