153 000 ადგილი დაჯავშნილია, "ფაიზერის" 100 000-ის მარაგი კი დარჩენილია - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "ფაიზერზე" 53 000 ადგილი დაჯავშნილია. მისივე განმარტებით, "ფაიზერის" პირველ დოზაზე 100 000 ვაქცინის მარაგი არის.
"გუშინ ჩვენ გამოვიტანეთ დაახლოებით 161 000 ჯავშანი ფაიზერზე. დღევანდელი დილის მონაცემებით დაჯავშნილია 153 000 ადგილი. საბჭოზე შესაბამისი დავალება მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ, რომ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით გაიშალოს გეოგრაფიული არეალი აცრების. მოლები, აფთიაქებზე ჯერ არ არის საუბარი, მაგრამ მოლებზე ნამდვილად არის საუბარი. მსგავსი იცით, რომ ჰუალინგის მოლშია გაკეთებული. პირველ დოზაზე დაახლოებით 100 000-ს მარაგი ქვეყანაში ამ ეტაპზე არის და კიდევ შემოვა თანდათანობით",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს საქართველოში აშშ-ის მიერ ნაჩუქარი "ფაიზერის" ვაქცინის 500 000 დოზა ჩამოიტანეს.