რატომ ეთქვა უარი 4 750 მოქალაქეს "ფაიზერით" ვაქცინაციაზე? - თამარ გაბუნია განმარტავს
კორონავირუსის საწინააღმდეგო "ფაიზერით" ვაქცინაციაზე 4 750 მოქალაქეს უარი ეთქვა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული იყო ან სხვადასხვა შემთხვევის გამო ჯერეჯერობით ვაქცინაცია არ უწევდა.
გაბუნიას ცნობით, “ფაიზერის” ვაქცინაზე ჯავშანი ჯამში 142 195 პირს დაუდასტურდა.
“5000-მდე ჯავშანი რეალურად არ შედგა და ბუნებრივია ეს ადგილები დაემატება პორტალს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ნაჩუქარი "ფაიზერის" 500 000 დოზა 24 ივლისს ცამვიდა, და 100 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.