თეგებით ძიება
26. 07. 2021 COVID - 19

პრემიერი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას საპროტესტო აქციებს აბრალებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ბოლო დროს გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირებს.

მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე დინამიკას. მოგეხსენებათ, რომ ბოლო ორ კვირაში, ინფიცირებულთა რაოდენობის, პრაქტიკულად, გაორმაგება მოხდა. მინდა აღვნიშნო, მე ვიტყოდი, სავსებით სამართლიანად, რომ უპასუხისმგებლო, რამდენიმედღიანი აქციების შედეგია პირდაპირ, ის, რაც მოხდა და ამ აქციების მერე გაორმაგდა, პრაქტიკულად, ინფიცირებულების რაოდენობა,"- განაცხადა პრემიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა