თეგებით ძიება
27. 07. 2021 COVID - 19

Booking.moh.gov.ge-ზე "ფაიზერის" ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო

ვაქცინაციის პორტალზე Booking.moh.gov.ge-ზე კორონავირუსის საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ერთი კვირის განმავლობაში ადგილების მნიშვნელოვანი მატება განხორციელდება.

მისივე ინფორმაციით, ვაქცინების დოზების დამატებისთვის მზადება მიმდინარეობს.

„ფაიზერის“ დოზები მუდმივად, ყოველდღიურად ემატება. მზადდება ადგილების მნიშვნელოვანი მატება ერთი კვირის განმავლობაში“, -აცხადებს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს საქართველომ აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის 500 000 დოზა ჩამოვიდა და იმავე დღეს დაიწყო მსურველების რეგისტრაცია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა