ბლინკენმა COVID-19-ის წარმომავლობა განიხილა
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას სადაც წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბლინკენი შეხვდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ტედროს ადანომ გებრეისუს და მასთან კორონავირუსის წარმოშობის მეორე ეტაპი განიხილა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ბლინკენი აღნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმებს კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად.
"მან აღნიშნა, რომ კვლევების მომდევნო ეტაპი უნდა იყოს დროული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, ჩატარდეს ექსპერტების ხელმძღვანელობით და ყოველგვარი ჩარევისგან თავისუფალი”, - აღნიშნულია განცხადებაში.