თეგებით ძიება
13. 01. 2025 მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას მიუღებელს უწოდებს

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მიუღებელი უწოდა და მას სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვური მედია ავრცელებს.

„ჩვენ ვხედავთ განცხადებებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ სახელმწიფო საზღვრებს. 21-ე საუკუნეში ეს მიუღებელია. რამდენადაც მახსოვს, მე-19 საუკუნე იყო ტერიტორიების ყიდვა-გაყიდვის ბოლო ხანა“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და პატივი უნდა ვცეთ ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, განსაკუთრებით გლობალურად აღიარებული სახელმწიფოების, რომლებიც იცავენ დემოკრატიულ პრინციპებს. ასე რომ, ეს მივიჩნიოთ გაუგებრობად“, - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა