თეგებით ძიება
29. 07. 2021 COVID - 19

საფრანგეთში აუცრელ ექიმებს სამსახურიდან არ გაუშვებენ, თუმცა უხელფასოდ მოუწევთ მუშაობა

საფრანგეთში სამედიცინო პერსონალისთვისა და მომვლელებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებსაც ე.წ. „ჯანმრთელობის ცნობა“ არ აქვთ, გარკვეული სერვისებით სარგებლობის უფლება შეზღუდული ექნებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„საფრანგეთში 9 აგვისტოდან შევა ძალაში ახალი კანონი, რომლის თანახმადაც ე.წ “ჯანმრთელობის ცნობა – Health pass” სავალდებულო იქნება კაფეში შესასვლელად, თვითმფრინავით ან საქალაქთაშორისო მატარებლით მგზავრობისთვის.

შაბათ -კვირას პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმდებლობამ გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები საფრანგეთში, მაგრამ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ამ კანონის განხორციელება.

ჯანმრთელობის ეს ცნობა პასი წარმოიქმნება ან აღიარებული ვაქცინის ორი აცრის, უარყოფითი კორონავირუსული ტესტით ან ინფექციისგან გამოჯანმრთელების ცნობის საფუძველზე.

კანონმდებლობით ასევე სავალდებულო გახდა ვაქცინაცია ჯანმრთელობის მუშაკებისა და მომვლელებისთვის (ცვლილება შევიდა რომ სამსახურიდან ამის გამო არ გაგათავისუფლებენ, თუმცა უხელფასოდ მოგიწევს მუშაობა). აი ასეთი მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას“,- წერს ზაზა წერეთელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა