1 359 თბილისი, 413 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 684 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 413 626-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.0 %.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 1 359
⭕ აჭარა - 413
⭕ იმერეთი - 263
⭕ ქვემო ქართლი - 152
⭕ შიდა ქართლი - 120
⭕ გურია - 71
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 108
⭕ კახეთი - 178
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 58
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 57
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17