თეგებით ძიება
29. 07. 2021 COVID - 19

"მე "ფაიზერის" ერთმა დოზამ მიშველა... თუმცა ზედა სართულზე სხვა მდგომარეობაა, სამი დღე პანაშვიდები ჩანდა ჩემი ფანჯრიდან" - რას წერს რეჟისორი გიორგი ვარსიმაშვილი?

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ვარ­სი­მაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც კლი­ნი­კის შემ­დეგ სახ­ლში მკურ­ნა­ლობს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ ვაქ­ცი­ნამ "ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ფაზა გა­და­ა­ტა­ნი­ნა".

რო­გორც ის ჰყვე­ბა თა­ვად "ფა­ი­ზე­რით" აც­რამ და­იც­ვა, თუმ­ცა კლი­ნი­კა­ში სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თის შემ­სწრე გახ­და.

"გა­მომ­წე­რეს სა­ა­ვად­მყო­ფო­დან და სახ­ლში ვაგ­რძე­ლებ მკურ­ნა­ლო­ბას, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია, ვირუ­სი ფაქ­ტი­უ­რად გამ­ქრა­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ლე­ვან რა­ტი­ანს და პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის უძა­ლი­ან­მაგ­რეს გუნდს: თა­მი­ლას, ქე­თის, ოთოს და ყვე­ლა სხვას.

აქვე გე­ტყვით, რომ ფა­ი­ზე­რის ერ­თმა დო­ზამ თა­ვი­სი საქ­მე გა­ა­კე­თა და ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ფაზა მარ­ტი­ვად გა­და­მა­ტა­ნი­ნა. ჩვენს სარ­თულ­ზე აც­რი­ლე­ბი იყ­ვნენ და მა­თაც მარ­ტი­ვად გა­და­აქვთ.

სამ­წუ­ხა­როდ, ზედა სარ­თუ­ლებ­ზე სულ სხვა მდგო­მა­რე­ო­ბაა. არ არის საკ­მა­რი­სი სა­წო­ლი. მე­გო­ბა­რი 24 სა­ა­თი ელო­დე­ბო­და რომ პა­ლა­ტა­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ. ჩემი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ყოფ­ნი­სას სამი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა: 30 წლის ორ­სუ­ლი გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით, 28 წლის ბიჭი ტვი­ნის და­ა­ვა­დე­ბით და ბო­ლოს 22 წლის გო­გოს გა­უ­ჩერ­და გული. სამი დღე პა­ნაშ­ვი­დე­ბი, ტი­რი­ლი და მან­ქა­ნე­ბის მტვრე­ვა ჩან­და ჩემი ფან­ჯრი­დან.

მოკ­ლედ ყვე­ლა აი­ცე­რით, პირ­ბა­დე ატა­რეთ, დის­ტან­ცია და­ი­ცა­ვით და თავ­ყრი­ლო­ბებს მო­ე­რი­დეთ. მხო­ლოდ აცრა არ შვე­ლის, ყვე­ლა წესი უნდა და­ვიც­ვათ. ეს სუ­რა­თი პირ­ველ დღე­საა გა­და­ღე­ბუ­ლი, ვი­საც პირ­ბა­დე­ში გცხე­ლათ, და­მი­ჯე­რეთ ჟანგბა­დის ნი­ღა­ბი უა­რე­სია" - წერს ვარ­სი­მაშ­ვი­ლი.






წყარო:ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა