თეგებით ძიება

„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ოპოზიციამ „ბოიკოტობა“ დაიწყოს" - იაგო ხვიჩია

„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ოპოზიციამ „ბოიკოტობა“ დაიწყოს, რადგან იცის, რომ მარტო ეს იცის ოპოზიციამ“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია საქმით უნდა გახდეს პროდასავლელი.

„თუ ოპოზიცია სილის გაწნის შემდეგ გაბუტვას და გაქცევას აპირებს, ჩვენ არ ვართ ეგ ხალხი და მგონია, რომ არასწორი ნაბიჯია. პირიქით, ეს უნდა „ქართულ ოცნებას“. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ოპოზიციამ „ბოიკოტობა“ დაიწყოს, რადგან იცის, რომ მარტო ეს იცის ოპოზიციამ და არ ელოდება მათგან რეალურ საპარლამენტო ქმედებებზე გადასვლას. ოპოზიცია უნდა გახდეს პროდასავლელი საქმით და ვისაც ხელი აქვს მოსაწერი, ხელი უნდა მოაწეროს“, - აცხადებს ხვიჩია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა