თეგებით ძიება

"ოცნება" სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ემზადება - "ლელო"

"ლელოს" გენარალური მდივანი ირაკლი კუპრაძე რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, ხვალ, 29 აპრილს არ დაგეგმონ რაიმე ტიპის აქტივობა რუსთაველის გამზირზე. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

29 აპრილს „ქართული ოცნება“ ამზადებს რუსულ მარშს რუსთაველის გამზირზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც უკვე 15 დღის განმავლობაში სამოქალაქო ჯგუფები, მოქალაქეები, აქტივისტები, პოლიტიკური პარტიები განან და აპროტესტებენ რუსული კანონის განხილვას და მეორეგზის შემობრუნებას საქართველოს პარლამენტში. ცალსახად, ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან მცდელობა, სამოქალაქო დაპირისპირების შექმნისა, ეს არის მცდელობა, იმ წინააღმდეგობის და დაყოფის, რასაც „ქართული ოცნება“ და რუსეთი ცდილობს ჩვენს სახელმწიფოში.

დღეს ახალგაზრდულმა საპროტესტო ჯგუფებმა გააკეთეს განცხადება, რომ 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ აპირებენ რაიმე ტიპის აქტივობას. 

„ლელო“ უერთდება ახალაგზრდებს და ჩვენც იმავე პოზიციით, რომ არ შეიძლება „ქართული ოცნების“ მაშველ რგოლად იქცეს მოქალაქე, რომელსაც გააზრებული აქვს ამ ქვეყანაში მშიდობის და სტაბილურობის მნიშნელობა. „ლელო“ სწორედ ამ პრინციპებზე დგას და ვამბობთ, რომ 29 აპრილს, მაშინ, როცა რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული რუსული მარში შედგება, მათ შორის, იმ ადამიანების მონაწილეობით, რომელთაც იძულებით ცდილობენ, რომ წამოიყვანონ ამ მძიმე, ანტიეროვნულ აქციაზე, ჩვენ არ გვექნება არანაირი ტიპის აქტივობა პარლამენტთან ან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენი გააზრებული პოზიციაა, რომ ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფი ევროპული ინტეგრაცია. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ აქტივობები დაგეგმონ მხოლოდ და მხოლოდ იზოლირებულად, შორს იმ პროვოკაციისგან, რისკენაც „ქართული ოცნება“ არის მოწოდებული და ემზადება სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. 

ასევე, ვაცხადებთ, რომ ის ადამიანები, მოქალაქეები ან აქტორები, რომლებიც ეცდებიან 29 აპრილს საქართველოს პარლამენტთან რაიმე ტიპის აქტივობა დაგეგმონ რუსული კანონის წინააღმდეგ, ეს არის შეცდომა, დანაშაული იმ მშვიდობიანი და სტაბილური პოლიტიკის წინააღმეგ, რაც დღეს საქართველოს სჭირდება. შესაბამისად, მსგავსი აქტივობების დაგეგმვა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს მათ შორის რუსული კანონი წინააღმდეგ და მათ შორის ბრძოლისთვის, რაც შეიცავს საკუთარ თავში ევრინტეგრაციას, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა