თეგებით ძიება

ამ კანონის მიღება მიზნად ისახავს რუსეთიზაციას, რაც ძალიან დიდი საფრთხეა - ხატია დეკანოიძე

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე. ამ კანონის მიღება მიზნად ისახავს რუსეთიზაციას, რაც ძალიან დიდი საფრთხეა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც ის მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

მისივე თქმით, ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი პროტესტი, რომელიც ეხება რუსულ კანონს.

“თუ ხელისუფლება ამ კანონს მიიღებს, საკონსტიტუციო სივრციდან გავა. საქართველოს კონსტიტუციით ჩვენ დადგენილი გვაქვს, რომ საქართველო უნდა ესწრაფოდეს ევროინტეგრაციას, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს გამალებით სურს საქართველო რუსეთისკენ შემოაბრუნოს. ეს არის ის, რასაც ვადევნებთ თვალს ბოლო დღეებში. იცით, ახალგაზრდებს ყოველდღე აქვთ აქციები. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოვიდეს აქციაზე. ამ კანონის მიღება მიზნად ისახავს რუსეთიზაციას, რაც ძალიან დიდი საფრთხეა",-აღნიშნა დეკანოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა