ესტონეთში კარანტინის გამკაცრებას გეგმავენ
ERR - ავრცელებს ინფორმაციას, სადაც წერია, რომ 2 აგვისტოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდება.
"2 აგვისტოდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა მგზავრი ვალდებული იქნება, პირბადე ატაროს, ვინაიდან შეუძლებელია გარჩევა, ვინ არის ვაქცინირებული და ვინ - არა", - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა
შეზღუდვები შეეხო დახურულ სივრცეში ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობასაც, და მათი რაოდენობა 50- მდე შემცირდა, ხოლო რაც შეეხება ღია სივრცეებს დაშვებულია 100 კაციანი თავყრილობა.
ახალი წესები ვრცელდება საზოგადოებრივ თავშეყრებზე, კონფერენციებზე, თეატრალურ წარმოდგენებზე, კონცერტებზე, კინოჩვენებებზე, ღვთისმსახურებასა და გამოფენებზე.