თეგებით ძიება

მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", გააუქმოს გადაწყვეტილება - ევროპარლამენტარები

მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", გააუქმოს გადაწყვეტილება, - ასე ეხმაურებიან ევროპარლამენტარები მმართველი გუნდის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას.

მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი ერთობლივ განცახდებაში "ქართული ოცნების" ამ ქმედების გამო, იმედგაცრუებას გამოთვამენ.


"ქართული ოცნების მტკიცების საპირისპიროდ, რომ შეთანხმებამ შეასრულა საკუთარი მიზნები და შესაბამისად ლიმიტს მიაღწია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ხაზს უსვამს რეფორმებს, რომლებიც წლების განმავლობაში უნდა გატარდეს და არა ეპიზოდურად.

ამ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის დიდი წილი იმ არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზეა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, ამავე დროს მივესალმებით იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მას და აგრძელებენ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულებას. მიუხედავად ამისა, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების გაგრძელებისა და მიუღებელი ძალადობის შემდეგ, რამაც თბილისი პრაიდის გაუქმება გამოიწვია, მმართველი პარტიის გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი იმედგაცრუება გახდა.

მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, გააუქმოს საკუთარი გადაწყვეტილება და დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად გულწრფელად იმუშაონ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისთვის, რათა შეთანხმება სრულად შესრულდეს სიტყვითაც და საქმითაც", - აცხადებენ ევროპარლამენტარები.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" ევროპული საბჭის პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ განაცხადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა