2712 ინფიცირება, 1561 გამოჯანმრთელება, 25 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ხოლო 1561 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 416 338-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5793 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 381 246 პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,93%, ბოლო 14 დღის - 6,59%, ბოლო 7 დღის - 7,09%-ია.